გიორგი შერმადინის სეზონის საუკეთესო მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა „ტენერიფეში“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ხოლოდ 18:27 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ 24 ქულა და 11 მოხსნა მოეგროვებინა, რაც მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, რომელშიც ტენერიფელებმა „ხირონას“ უმასპინძლეს და ქართველი ლეგიონერის ლიდერობით 100:80 დაამარცხეს.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე შესვლის წამიდან ის შეუჩერებელი გახლდათ. არასრულ 19 წუთში გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 12 საჯარიმო სროლიდან 8 გამოიყენა.

საბოლოოდ შერმადინმა სარგებლიანობის უმაღლესი კოეფიციენტი (34) დააგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხომ გახდა, შანსი აქვს, ტურის საუკეთესოდაც დასახელდეს.

12 მოგებითა და 5 მარცხით ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 საფეხურზეა. შემდეგ მატჩს ტენერიფელები შინაურ კანარის კუნძულებზე 19 იანვარს, „გრან კანარიასთან“ ჩაატარებენ.