გიორგი შერმადინის მორიგი ბრწყინვალე მატჩი - 22 ქულა „უნიკსთან“ [ვიდეო]

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „უნიკახა“ მალაგას ცენტრი გიორგი შერმადინი წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

მართალია მისი გუნდი „ევროთასის“ მორიგ შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა ქართველი ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. „უნიკახამ“ სტუმრად „უნიკსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით 87-84 წააგო. შერმადინმა მოედანზე გატარებულ არასრულ 25 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

„მალაგა“ ევროთასის D ჯგუფში მეორე ადგილზეა და პლეი ოფში გასვლა გარანტირებული აქვს.