გიორგი შერმადინის გადამწყვეტი ორქულიანი TOP 5-ის პირველ ადგილზეა [ვიდეო]

ფიბას ოფიციალურ გვერდზე (FIBA.COM), მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის, ევროპის ზონის 5 საუკეთესო მომენტის ავტორი გამოარჩია. TOP-5 მხოლოდ 3 დეკემბრის მატჩებისგან შედგა და მას საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი შერმადინი ლიდერიობს.

ქართველმა ცენტრმა ხუთეულში პირველი ადგილი, ისრაელთან ბოლო წამზე ჩაგდებული გადამწყვეტი ორქულიანისთვის დაიმსახურა.

საუკეთესო ხუთეულში მეორე ადგილი, ფრანგ ჯონათან რუსელს ერგო. მესამე პოზიციაზე გერმანელი კარიმ ჯელოუ, მეოთხეზე კი სერბი დრაგან მილოსავლიევიჩი გავიდა. მეხუთე პოზიცია რუსმა, დმიტრი კულაგინმა დაიკავა.