გიორგი შერმადინის 23 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა. მისმა „ტენერიფემ“ მალაგის „უნიკახას“ უმასპინძლა და 78:91 დამარცხდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, 30 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მის ანგარიშზე 13-დან 8 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმოა.
მარგი ქმედების კოეფიციენტის (32) მიხედვით იგი მატჩის საუკეთესო იყო და MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო.
„ტენერიფეს“ 23 მოგება, 7 მარცხი აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, მხოლოდ „რეალს“ ჩამორჩება.
🤪 No importa en qué recóndito lugar de la tierra se esconda @gioshermadini, que @Huertas09… siempre sabrá 𝙡𝙖 𝙢𝙖𝙣𝙚𝙧𝙖 𝙙𝙚 𝙚𝙣𝙘𝙤𝙣𝙩𝙧𝙖𝙧𝙡𝙚.
📺 @MovistarBasket | #ConectaConTuPasión#LigaEndesa | @CB1939Canarias pic.twitter.com/5DDj73nwq4
— Liga Endesa (@ACBCOM) May 1, 2025