გიორგი შერმადინმა საქართველოს ნაკრებში 197-ე მატჩი გამართა და ევრობასკეტზე ქართველ ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზეა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა თავის მეექვსე ევრობასკეტზე 33 მატჩში 248 ქულა ჩააგდო და ამ მაჩვენებლით ევროპის ჩემპიონატის ქართველ მექულეთა შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
პირველია ევროპის სამგზის ჩემპიონი ოთარ ქორქია, მეორე – თორნიკე შენგელია, მესამე იყო მანუჩარ მარკოიშვილი, რომლის ადგილი შერმადინმა დაიკავა. მანუ მეოთხეა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვიპროსთან მატჩი გიორგი შერმადინისთვის ნაკრებში 197-ე იყო (იგულისხმება ამხანაგური და ოფიციალური შეხვედრები). მის ანგარიშზე 1734 ქულაა.
ქართველები ევრობასკეტზე
1. ოთარ ქორქია – 357 ქულა (36 თამაში)
2. თორნიკე შენგელია – 299 (23)
3. გიორგი შერმადინი – 248 (33)
4. მანუჩარ მარკოიშვილი – 246 (23)
5. ვიქტორ სანიკიძე – 220 (19)
6. ზაზა ფაჩულია – 216 (16)
7. ზურაბ საკანდელიძე – 201 (36)
8. დუდა სანაძე – 189 (23)
9. გიორგი ცინცაძე – 170 (27)
10. მიხეილ ქორქია – 129 (20)