გიორგი შერმადინი - ვულოცავ ჩემს გუნდსა და ქართველ ხალხს ასეთ ისტორიულ ევრობასკეტს #1TVSPORT
გიორგი შერმადინი - ვულოცავ ჩემს გუნდსა და ქართველ ხალხს ასეთ ისტორიულ ევრობასკეტს #1TVSPORT

ევრობასკეტზე ფინეთის ნაკრებთან მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის ვეტერანმა მოთამაშემ, გიორგი შერმადინმა გააკეთა.

„მარცხი ყოველთვის სამწუხაროა, განსაკუთრებით ასეთ თამაშში, ნახევარფინალთან ახლოს ვიყავით, მაგრამ გვაჯობეს, ძალიან კარგად ითამაშეს.

მე-200 თამაში ჩავატარე ნაკრებში, ერთმანეთს ერთხელ კიდევ, ნოემბერში შევხვდებით. ვულოცავ ჩემს გუნდსა და ქართველ ხალხს ასეთ ისტორიულ ევრობასკეტს. ყველას წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა შერმადინმა.