გიორგი შერმადინი - უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ, ფინეთთან მატჩშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს #1TVSPORT
ევრობასკეტის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის მოთამაშემ, გიორგი შერმადინმა გააკეთა.
„სასწაული. ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას. პირველად ისტორიაში, საფრანგეთის ნაკრები დავამარცხეთ. შესანიშნავი მატჩი გამოვიდა, მწვრთნელების დავალებები შევასრულეთ.
ახლა ფინეთს ვხვდებით, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მათთან ბევრჯერ გვითამაშია. ერთი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა შემარდინმა.
საქართველოს ეროვნული გუნდი მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება, შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.