გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობის შესახებ – ასეთი მიღწევა ნებისმიერი კალათბურთელისთვის განსაკუთრებული ოცნებაა #1TVSPORT

22:21, 09.03.2026

გიორგი შერმადინმა საკალათბურთო კლუბ „ტენერიფეს“ ვებგვერდთან საკუთარი მიღწევის შესახებ ისაუბრა – ვეტერანი ქართველი მოთამაშე 3194 ქულით გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„მატჩის დასრულების შემდეგ სიახლეებს გადავხედე და სწორედ მაშინ გავიგე, რომ „ლაგუნა ტენერიფეს“ ისტორიაში საუკეთესო მექულე გავხდი. ასეთი მიღწევა ნებისმიერი კალათბურთელისთვის განსაკუთრებული ოცნებაა, რადგან იმისთვის ვთამაშობთ, რომ გულშემატკივრებს კარგი მოგონებები დავუტოვოთ. იმედი მაქვს, ამ გზას მომავალშიც გავაგრძელებ, რადგან დიდი სურვილი მაქვს, კიდევ რამდენიმე წელი დავიცვა ამ გუნდის ღირსება.

როგორც ესპანეთიდან, ისე საქართველოდან უამრავი მილოცვა მივიღე. მომილოცეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდანაც. მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოში „ლაგუნა ტენერიფეს“ კარგად იცნობენ – ჩვენი გუნდის თამაშები აქტიურად შუქდება როგორც ტელევიზიით, ასევე სხვადასხვა ვებგვერდზე.

კარიერის განმავლობაში ბევრ მწვრთნელთან და თანაგუნდელთან მიმუშავია, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ „ლაგუნა ტენერიფეს“ მთავარი მწვრთნელი ჩუს ვიდორეტა და ჩემი ახლანდელი თანაგუნდელები განსაკუთრებულები არიან. თითოეული ინდივიდუალური ჯილდო, იქნება ეს თვის, კვირის თუ ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, ასევე ყველა რეკორდი, დიდწილად, მათი დამსახურებაცაა. მწვრთნელის მხარდაჭერისა და ისეთი პარტნიორების გარეშე, როგორებიც არიან მარსელინიო უერტასი, ბრუნო ფიტიპალდო და ხაიმე ფერნანდესი, რომლებიც მუდმივად მაწვდიან ზუსტ პასებს, ასეთ შედეგს ნამდვილად ვერ მივაღწევდი“, – აღნიშნა შემარდინმა.

მსგავსი