გიორგი შერმადინი „ლიგა ენდესას“ მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
გიორგი შერმადინი „ლიგა ენდესას“ მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

გიორგი შერმადინი კარიერის უდავოდ ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონზე უკვე მეოთხედ ქართველი ცენტრი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ამჯერად შერმადინმა პრესტიჟული ჯილდო „ესტუდიანტესთან“ ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის გამო დაიმსახურა. მე-18 ტურში ქართველი ცენტრის „ტენერიფე იბეროსტარმა“ მადრიდულ გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 76:59 დაამარცხა.

შერმადინმა მოედანზე 25,24 წუთი გაატარა და 21 ქულა, 14 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 31 ერთეული შეადგინა და ის ამ მაჩვენებლით მთელი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შერმადინი გასულ კვირას საქართველოს საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს. ეს ჯილდო მან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაიმსახურა.