გიორგი შერმადინი ევროთასზე ტურის MVP გახდა [ვიდეო]

რანგით მეორე საკლუბო ტურნირის – ევროთასის, ჯგუფური ეტაპის -მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე, ესპანეთის „უნიკახას“ ქართველი ცენტრი – გიორგი შერმადინი გახდა.

მან მონტენეგროში „მორნარის“ წინააღმდეგ 26 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. გიორგიმ კარიერის რეკორდი დაამყარა, როცა 11 ორქულიანი ჩააგდო. გარდა ამისა, შერმადინმა ევროტურნირებზე თავისი პირველი სამქულიანი მოათავსა კალათში. ამისთვის მას 135 მატჩი დასჭირდა. საბოლოოდ, „უნიკახას“ ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა – 34 ქულა შეადგინა.

შერმადინმა MVP-ის ტიტული რუსეთის „უნიქსის“ ამერიკელ ლეგიონერთან – რაიმარ მორგანთან გაიყო.