გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო კალათბურთელია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის MVP-ად დასახელდა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა „ტენერიფეს“ მაისურით ლიგა Endesa-ს პირველივე ტურში სუპერმატჩი ჩაატარა და დამსახურებულად გახდა საუკეთესო. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 38 შეადგინა, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ტენერიფემ“ „მანრესას“ უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დახმარებით 11 ქულის სხვაობით – 104:93 გაიმარჯვა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 28 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.