გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრია
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრია
გიორგი შერმადინის კიდევ ერთი აღიარება. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „იბეროსტარ ტენერიფეს“ ცენტრი ესპანეთის „ლიგა ენდესას“ 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ცენტრია.
შერმადინი სეზონის საუკეთესო ხუთეულში ფაკუნდო კამპაცოსთან, კლემენ პრეპელიჩთან, ალექს ბუტილთან და ნიკოლა მიროტიჩთან ერთად მოხვდა.
საინტერესოა, რომ აღნიშნული ჯილდო შერმადინმა კარიერაში პირველად არ მოიპოვა. გიორგიმ ეს 2016-2017 წლების სეზონშიც მოახერხა, როცა „ანდორას“ ღირსებას იცავდა.
„ლიგა ენდესას“ საუკეთესო ხუთეული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც გულშემატკივრები, ჟურნალისტები და თავად მოთამაშეები მონაწილეობდნენ. ძირითად ხუთეულში ვერ მოხვდა თორნიკე შენგელია, მიროტიჩმა და შერმადინმა თოკოს და ვალტერ ტავარესს აჯობეს. საბოლოოდ, შერმადინმა 55 პროცენტი მიიღო, შენგელიამ კი 40.
შესაბამისად, თორნიკე შენგელია ესპანური ლიგის მეორე ხუთეულში შევიდა. ქართველ ფორვარდთან ერთად ხუთეულში მოხვდნენ მარსელიონიო უერტასი, ალბერტო აბალდე, ადამ ჰანგა და ვალტერ ტავარესი. სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული „ბარსელონას“ კალათბურთელ ნიკოლა მიროტიჩს გადაეცა.