გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურის სიმბოლურ ხუთეულშია
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურის სიმბოლურ ხუთეულშია

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ შერმადინმა თავისი ყოფილი გუნდის, „ანდორას“ წინააღმდეგ შედეგიანად ითამაშა და „უნიკახას“ გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა იმ მატჩში 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.

ის საუკეთესოებში მოხსნების მხრივ მოხვდა, სხვა რჩეულები კი ხავიერ ბეირანი („იბეროსტარ ტენერიფე“, სარგებლიანობის კოეფიციენტი 32), ჯონი ბერჰანემესკელი („სარაგოსა“, 22 ქულა), ტომა ერტელი („ბარსელონა“, 9 პასი) და უსმან გარუბა („რეალი“, 3 დაფარება) არიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე მალაგელებმა ქართველი ცენტრის ყოფილ კლუბს 95:84 სძლიეს, ჩვენებურმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:53 წუთში 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.

გიორგიმ რვავე (!) ორქულიანი და ორიდანდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ოთხჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სრულიად ტურში, შერმადინი მხოლოდ ხსენებულ ბეირანს ჩამორჩა, რომლიც მაჩვენებელიც 32 პუნქტი გახლდათ.

ვთქვათ ისიც, რომ „უნიკახა“ 7 მოგებითა და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში თორნიკე შენგელიას „ბასკონიასთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, შინ, „მურსიასთან“ გამართავს.

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია – GBF.GE