გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ლიგის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა „გრანადასთან“ მოგებულ შეხვედრაში (95:87) „ტენერიფეს“ 19 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. Liga Endesa-ს ტურის მოთამაშედ შერმადინი კარიერაში 24-ედ აირჩიეს, რაც რეკორდია. მეორეადგილოსნებს, არვიდას საბონისსა და ლუ როს ეს ტიტული 19-19-ჯერ აქვთ მოპოვებული.
ამ მომენტისთვის გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში მეორე ადგილზეა და პლეი ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.
🍽️ Y hoy para cenar… ¡KHACHAPURI! 🇬🇪
¡Con sus 3⃣4⃣ de valoración, GIO SHERMADINI se convierte en el JUGADOR de la JORNADA 26!#LigaEndesa | #GameDayMovistar @CB1939Canarias | @gioshermadini pic.twitter.com/NqYv1IFFMI
— Liga Endesa (@ACBCOM) April 6, 2025