გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ტიტული – ჩემპიონთა თასი მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გიორგის „ტენერიფემ“ ასევე ესპანური „მანრესა“ 98:87 დაამარცხა.
ეს არ იყო ორი კალათბურთელის მატჩი, რომელშიც უერტასი-შერმადინის დუეტი ქულების უმეტესობას აგროვებს. „მანრესასთან“ ყველა ტენერიფელმა მაღალ დონეზე ითამაშა. კუნძულელებმა 24-დან 13 სამქულიანი ჩააგდეს.
გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც „ტენერიფემ“ 33:17 მოიგო.
There’s a reason @gioshermadini has been the best big man in the #BasketballCL for the last three seasons… 🤷♂️#FinalFour @CB1939Canarias pic.twitter.com/tmCUJBKUa2
— Basketball Champions League (@BasketballCL) May 8, 2022
მარსელინიო უერტასმა 13 ქულას 14 პასი მიამატა, შერმადინმა 19 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სასუ სალინმა 18 ქულა ჩააგდო, კაილ ვილტიემ – 17.
ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი ბრაზილიელი უერტასი გახდა. იგი გუნდის კაპიტანია, თუმცა თასი მარტომ არ ასწია – გიორგი შერმადინთან ერთად დუეტში აღმართა.
💫 𝑾𝒉𝒂𝒕 𝒂 𝒕𝒊𝒎𝒆 𝒕𝒐 𝒃𝒆 𝒂𝒍𝒊𝒗𝒆 💫#BasketballCL #FinalFour pic.twitter.com/YZ1JtD45A3
— Basketball Champions League (@BasketballCL) May 8, 2022