გიორგი შერმადინი - 96 ქულას რომ ჩააგდებ, ის მატჩი უნდა მოიგო, მაგრამ დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით #1TVSPORT
გიორგი შერმადინი - 96 ქულას რომ ჩააგდებ, ის მატჩი უნდა მოიგო, მაგრამ დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისრაელთან ამხანაგური მატჩი 96:104 დათმო.

ნამატჩევს ჟურნალისტებთან ისაუბრა გიორგი შერმადინმა:

„96 ქულა ჩავაგდეთ. ეს მაღალი მაჩვენებელია. ასეთ დროს, წესითა და რიგით, მატჩი უნდა მოიგო, მაგრამ მეტოქემ 100-ზე მეტი ქულა მოაგროვა. რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვაში ცუდად ვითამაშეთ. სწორედ ამაზე გაამახვილა მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ყურადღება გასახდელში, მატჩის შემდეგ. ისიც თქვა, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაშები, პირველ რიგში, დაცვაში კარგი თამაშით უნდა მოიგოს“.

შერმადინმა გულშემატკივარსაც მიმართა:

„დიდი მადლობა ქომაგს, რომელიც ასეთ ცხელ დღეებში ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა. ვპირდებით, ოფიციალურ მატჩებამდე თამაშს კიდევ უფრო გამოვასწორებთ და ქომაგსაც გავახარებთ“.