გიორგი შერმადინი - 26 თებერვალს ისლანდიასთან მატჩს მთელი საქართველო მოუთმენლად ელის #1TVSPORT
გიორგი შერმადინი - 26 თებერვალს ისლანდიასთან მატჩს მთელი საქართველო მოუთმენლად ელის #1TVSPORT

გიორგი შერმადინმა ნიდერლანდებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 22 ქულა ჩააგდო. მან 88:80 მოგებული შეხვედრის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ილაპარაკა:

„ჩვენი ფიქრები კვირის მატჩისკენაა. ნიდერლანდები დავამარცხეთ და ერთი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო ჩემპიონატისკენ. დარჩა ერთი მოგება 26 თებერვალს ისლანდიასთან, რომელსაც მთელი საქართველო ელის. 10-ათასიანი დარბაზი ბოლომდე გაივსება და გულშემატკივარი ექსტრაენერგიას მოგვცემს. თავს არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ხომ განსაკუთრებული მოვლენაა“.