გიორგი შერმადინი 10 ქულით დაბრუნდა
გიორგი შერმადინი 10 ქულით დაბრუნდა

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „უნიკახას“ ცენტრი გიორგი შერმადინი. მას ფეხის თითის ძვალი ჰქონდა გაბზარული და თებერვლიდან მოყოლებული ვერ ახერხებდა თამაშს.

შერმადინის დაბრუნება ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში შედგა, რომელშიც „უნიკახა“ სტუმრად ხვდებოდა „გრან კანარიას“ და 55:76 დამარცხდა.

შერმადინი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში, 17 წუთი ითამაშა, რომლის დროსაც 10 ქულა (3/4 – ორქულიანი, 4/4 – საჯარიმო), ოთხი მოხსნა და ორი შედეგიანი პასი დააგროვა.

რეგულარულის 31 ტურის შემდეგ, „უნიკახას“ 18 მოგება და 13 წაგება აქვს და მეექვსე ადგილზეა.