გიორგი შერაზადიშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი – გიორგი შერაზადიშვილი (81კგ) და ნინო გულბანი (70კგ) გამოვიდნენ.
შერაზადიშვილმა პირველი ორი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა და მეოთხედფინალში იჭიდავებს, გულბანი კი სამწუხაროდ პირველი შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე სამმა ქართველმა ძიუდოსტმა იასპარეზა, რომელთაგან 60 კგ-ში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა.