გიორგი შერაზადიშვილი ძიუდოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი – გიორგი შერაზადიშვილი (81კგ) და ნინო გულბანი (70კგ) გამოვიდნენ.
შერაზადიშვილმა პირველი ორი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუს ძიუდოისტთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ნინო გულბანი კი სამწუხაროდ პირველი შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, რომელთაგან 60 კგ-ში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა.