გიორგი შელია - საქართველოს ნაკრებში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობ
გიორგი შელია - საქართველოს ნაკრებში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობ

გიორგი შელიას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს – ამის შესახებ რუსეთის პრემიერლიგის „ტამბოვის“ კაპიტანმა გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა,

„დედა, და, მეუღლე და ჩემი ბავშვი საქართველოში ცხოვრობენ. სამწუხაროდ, მათ რუსეთში შემოსვლა არ შეუძლიათ, რადგან რუსეთში თუ არ მუშაობ, ვიზას არ გაძლევენ. როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ამაზე უარის თქმა სისულელეა. ნაკრებში ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეებს იწვევენ და სულ სხვა დონე და ტურნირებია. რა თქმა უნდა, მსურს, საკუთარ თავზე შევიგრძნო, ეს რას ნიშნავს. ბავშვობაში, თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლაში ვვარჯიშობდი, როდესაც იტალიის ნაკრები გვესტუმრა. მოედანზე დელ პიეროსთან ერთად გავედი. იმ დროიდან ვოცნებობ, საქართველოს ნაკრების ფორმით რომ ვითამაშო, რადგან სტადიონზე იმ გასაოცარ ატმოსფეროში, სავსე ტრიბუნების წინ თამაში დიდი ბედნიერებაა,“ – ამბობს გიორგი შელია.

32 წლის შელია „ტამბოვის“ მეკარეა. ის კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს – გიორგიმ „ტამბოვში“ 23 ტურის ყველა მატჩი ითამაშა და გუნდის კაპიტანია.