გიორგი შელია გროზნოს „ახმატში“ გადავიდა - ინტერესი ევროპიდანაც იყო
გიორგი შელია გროზნოს „ახმატში“ გადავიდა - ინტერესი ევროპიდანაც იყო

„ტამბოვის“ მეკარე და კაპიტანი გიორგი შელია გროზნოს „ახმატში“ გადავიდა. გუნდის ახალწვეულმა პირველივე ინტერვიუში განაცხადა, რომ მისით ევროპული კლუბები ინტერესდებოდნენ.

„სეზონის მსვლელობის დროს დამიკაშირდნენახმატიდან“ და ჩემი გადასვლით დაინტერესდნენ. სეზონის შემდეგ, ამ საუბარში კონკრეტიკა გამოჩნდა და ჩვენ შევთანხმდით. თუმცა, იყო სხვა ვარიანტებიც. ზამთარში ინტერესი ევროპიდან იყო, მაგრამ საქმე კონკრეტულ წინადადებამდე არ მისულა“, – განაცხადა შელიამ „ახმატის” პრესსამსახურთან ინტერვიუში.

31 წლის მეკარე გიორგი შელიამ „ახმატში“ ხელი მოაწერა ოფციონსის წესით შედგენილ (2+1) კონტრაქტს – ქართველი მეკარე ახალ გუნდშიც საყვარელი ნორმით, 88-ით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ შელია „ტამბოვის“ კაპიტანი გახლდათ. შელია რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.