გიორგი შაშიაშვილი - „სამტერდიას“ ლიგა 2-ის მოგება შეუძლია #1TVSPORT
გიორგი შაშიაშვილი - „სამტერდიას“ ლიგა 2-ის მოგება შეუძლია #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურში „სამტრედიამ“ უშუალო კონკურენტს, თბილისის „მერანს“ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა.

ამ მოგებით გუნდმა 20 ქულა დააგროვა და მეორე-მესამეადგილოსნებთან, მარტვილის „მერანთან“ და „სპაერთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი შაშიაშვილი იმედოვნებს, რომ „სამტრედიას“ გადასვლისთვის ბრძოლა შეუძლია.

„თბილისის „მერანთან“ ისეთი რამ მოხდა, რაც ფეხბურთში იშვიათია – რაც დავგეგმეთ, ყველაფერი გამოგვივიდა. თავიდანვე აგრესიულად დავიწყეთ, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენი კონკურენტია. ბევრი გავიტანეთ და კიდევ მეტი მომენტი შევქმენით. სეზონის დასაწყისიდან ყველა ტურში გუნდი უმატებდა. რეალურად ყველაფრის შანსია, ჩემპიონობაც არაა წარმოუდგენელი. ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და წელს ვიბრძოლებთ, რომ თამაში გამოვასწოროთ და შედეგს მივაღწიოთ“, – ამბობს გიორგი შაშიაშვილი.

„სამტრედიას“ მწვრთნელის თქმით, ზაფხულის პაუზაზე შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

„ვინ მოვა და როგორ გავძლიერდებით, ამას გულშემატკივარი მალე გაიგებს, შევეცდებით, რომ პაუზის შემდეგ, როდესაც საქართველოს თასზე „დინამო თბილისს“ შევხდებით, განსხვავებული და უფრო გაძლიერებული შემადგენლობით ვითამაშოთ“.