გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალი მცხეთის პოლიციაში წარუდგინეს
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალი მცხეთის პოლიციაში წარუდგინეს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი ოფიციალურად მცხეთის იზოლატორში წარუდგინეს. ადვოკატმა პოლიციის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც დაკავებული ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განაცხადა, დაკავებული უდანაშაულოა.

„რამდენიმე წუთის წინ წარედგინა ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ვახტანგ ჩიქოვანს ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ვახტანგ ჩიქოვანი არის უდანაშაულო.

დღეს პროკურატურამ ჩიქოვანი დაზარალებულად ცნო. ეს ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვახტანგ ჩიქოვანს არ ჩაუდენია არანაირი კანონდარღვევა. ჩიქოვანს თავზე დაზიანება აქვს, ანუ მასზე განხორციელდა ძალადობა და ეს ადამიანი არის დღეს დაზარალებულად ცნობილი“, – აცხადებს არჩილ ბერიანიძე.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს ბრალს წარუდგენენ.  საქმეზე 17 პირი არის დაკავებული.