გიორგი სარდალაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი სარდალაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ლუქსემბურგში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე დღეს სამი ქართველი ძიუდოსტი გამოვიდა, რომელთაგან 60კგ-ში მოასპრეზე გიორგი სარადალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა. ასევე წარმატებულად დაიწყო გამოსვლა ტურნირზე და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა თენგო ზირაქაშვილმა (66კგ), მაგრამ სამწუხაროდ. ქართველი უმედლოდ დარჩა. მესამე ძიუდოისტი ეთერ ასკალიშვილი (57კგ) ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას.

ხვალ ევროპის ჩემპიონატზე ორი ქართველი – გიორგი შერაზადიშვილი (81კგ) და ნინო გულბანი (70კგ) იასპერეზებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მამაკაცთა შემადგენლობაში მძიმე წონები გაორებულია, რის გამოც 73 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება. 100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვების მთავარი ფავორიტი ილია სულამანიძეა, რომელიც წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.