გიორგი სარდალაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
გიორგი სარდალაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

ლუქსემბურგში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე დღეს სამი ქართველი ძიუდოსტი გამოვიდა, რომელთაგან 60კგ-ში მოასპრეზე გიორგი სარადალაშვილი ფინალში იჭიდავებს. ასევე წარმატებულად გამოდის ტურნირზე თენგო ზირაქაშვილიც (66კგ), იგი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. მესამე ძიუდოისტი ეთერ ასკალიშვილი (57კგ) ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მამაკაცთა შემადგენლობაში მძიმე წონები გაორებულია, რის გამოც 73 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება. 100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვების მთავარი ფავორიტი ილია სულამანიძეა, რომელიც წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.