გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

პორტუგალიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის გათამაშებაში პირველ დღეს ოქროს მოპოვების შანსი გიორგი სარდალაშვილს ჰქონდა, თუმცა ნახევარფინალში გამოცდილ ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.

შეხვედრა ორივე სპორტსმენმა აქტიურად დაიწყო. ესპანელმა ჩვენიანს ილეთის განხორციელების საშუალება არ მისცა, თავად კი მტკივნეული ილეთის გაკეთება სცადა და გაიმარჯვა კიდეც.

ფინალში გარიგოსი იაპონელ იამაკო ფაკუნდას შეხვდება. სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ სედრიკ რევოლს დაუპირისპირდება.