გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში მყოფების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა. პროკურატურის განცხადებით, არის საშიშროება, რომ ბრალლდებული ხელს შეუშლის გამოძიებას და ახალი მტკიცებულებების მოძიებას. მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა.

ადვოკატები რურუას აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ რომ, მას იარაღი ჩაუდეს. გიორგი რურუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 9 იანვარს ჩაინიშნა.