გიორგი ქვილითაიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - ქართველი თავდამსხმელი მოედანს მალე დაუბრუნდება #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - ქართველი თავდამსხმელი მოედანს მალე დაუბრუნდება #1TVSPORT

აპოელის“ კაპიტანი გიორგი ქვილითაია, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „აპოლონთან“ (3:1) მოგებულ შეხვედრაში დაშავდა, მოედანს მალე დაუბრუნდება, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემები ავრცელებენ.

ქვილითაია „აპოლონთან“ მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა. პირველი ტაიმის შემდეგ „აპოელი“ აგებდა, ქართველმა კაპიტანმა 49-ე წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრა, მაგრამ 54-ე წუთზე გიორგი დაშავდა, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და მწვრთნელებმა იგი შეცვალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „აპოელის“ ქართველ თავდამსხმელს ნეკნში ჩაარტყეს, რის გამო სუნთქვა გაუჭირდა და თამაში ამიტომ ვერ გააგრძელა. მატჩის მეორე დღეს ექიმებმა გასინჯეს და, საბედნიეროდ, პირველადი შეფასებით, „აპოელის“ კაპიტნის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

კვიპროსული გამოცემების ცნობით, ქვილითაია ვარჯიშს მალე განაახლებს და, დიდი ალბათობით, 23-ე ტურის მატჩისთვის მზად იქნება – 11 თებერვალს „აპოელი“ სტუმრად „პარალიმნის“ ეთამაშება.