გიორგი ქვილითაიას ტრანსფერი „გენტმა“ დაადასტურა - ქართველი 13 ნომრით ითამაშებს
გიორგი ქვილითაიას ტრანსფერი „გენტმა“ დაადასტურა - ქართველი 13 ნომრით ითამაშებს

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „გენტში“, – ამ პოსტით ბელგიური კლუბის პრესსამსახურმა გიორგი ქვილითაიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა დღეს მიაღწიეს და 25 წლის ქართველი თავდამსხმელი „გენტში“ ჩაირიცხა. ბოლოს გიორგი ავსტრიულ ვენის „რაპიდში“ თამაშობდა. მართალია, ის ამჟამად ტრავმირებულია, მაგრამ ბელგიელებმა ამის მიუხედავად, ქართველის ტრანსფერში 3 მილიონი ევრო გადაიხადეს.

„ის ბოლო ორ წელიწადში „რაპიდის“ ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი იყო. არის საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშე”, – წერს „გენტის“ ოფიციალური გვერდი.

ბელგიელთა ცნობით, ქვილითაიამ გუნდთან კონტრაქტი ოთხი წლით, 2022 წლამდე გააფორმა და 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მისი თანაგუნდელები კი გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ბერიძე იქნებიან.