გიორგი ქვილითაია კვიპროსის ლიგის ათეულშია #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია კვიპროსის ლიგის ათეულშია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „აპოელის“ 29 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ათეულშია.

პირველ ადგილზე ივიცა ივუშიჩია – ხორვატი მეკარე, რომელიც კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში იყო. ბალკანელი იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში „პაფოსში“ გადავიდა და გუნდის ყველაზე ფასეული შენაძენი გახდა – მის ტრანსფერს გერმანული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ხუთ მილიონ ევროდ აფასებს.

გიორგი ქვილითაია ათეულში მეშვიდე ადგილზეა. ქართველი თავდამსხმელი ერთი პერიოდი ამ სიის ლიდერიც იყო – „აპოელის“ ქართველი კაპიტნის საბაზრო ღირებულება 1,8 მილიონ ევროა.

კვიპროსში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას გერმანული ინტერნეტპორტალი ასე აფასებს:

გიორგი ქვილითაია, აპოელი – 1.80 მილიონი ევრო

ლაშა დვალი, აპოელი – 0.500

ლევან ხარაბაძე, პაფოსი – 0,500

ავთო ებრალიძე, ანორთოსისი – 0,300

მურთაზ დაუშვილი, აპოელი – 0.250

გიორგი ლორია, ანორთოსისი – 0,200