გიორგი ქვილითაია კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გააგრძელებს #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს, გამოცდილი თავდამსხმელის ახალი კლუბი „ჰოლშტეინ კილი“ იქნება – ინფორმაციას GEO TEAM-ი ავრცელებს.
32 წლის თავდამსხმელი გერმანულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ქვილითაია გასულ სეზონში კვიპროსული „არისიდან“ საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცში“ გადავიდა, სადაც ორი გოლი გაიტანა. სეზონის ბოლოს „მეცი“ ლიგა 2-ში გავარდა, ქვილითაიამ კი გუნდი დატოვა.
„ჰოლშტეინ კილი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 4 ივლისს დაიწყებს და მოსამზადებელ ეტაპზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს.