გიორგი ქვილითაია - იმედგაცრუებული ვარ ჩემი თამაშით, მაგრამ ფორმაში აუცილებლად შევალ #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია - იმედგაცრუებული ვარ ჩემი თამაშით, მაგრამ ფორმაში აუცილებლად შევალ #1TVSPORT

„აპოელის“ კაპიტანმა გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლიმასოლის „აელთან“ საშინაო მატჩის (0:0) შესახებ ისაუბრა.

„იმედგაცრუებული ვარ შედეგით, ჩვენი ფეხბურთით და ჩემი თამაშით. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა, უკეთესად უნდა ვითამაშოთ და ხალხი მოგებით უნდა გავახაროთ“, – ამბობს ქართველი თავდამსხმელი.

ქვილითაიამ არ დამალა, რომ საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა: 

„ტრავმის შემდეგ ვცდილობ ფორმის აღდგენას. ხუთი თვე ვერ ვთამაშობდი და საამისოდ დრო მჭირდება. ამაზე ბევრს ვმუშაობ და საუკეთესო კონდიციების დაბრუნებას აუცილებლად შევძლებ“.

„აპოელის“ კაპიტანმა თანაგუნდელებს და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც დაბადების დღე ერთად მიულოცეს: 

„მადლობა კეთილი სურვილებისთვის. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და იმ ატმოსფეროთი და ურთიერთობით, რომელიც გასახდელში გვაქვს. იმედია, სეზონის ბოლოს ყველა ბედნიერი ვიქნებით. რადგან ეს ჯერ მაინც შორეული დროა, ვისურვებ, რომ ყოველი თამაშის შემდეგ გახარებულები ვიყოთ და კვირიდან კვირამდე ასე გაგრძელდეს“.