გიორგი ქვილითაია - ექიმების აზრით, თამაშს დეკემბერში შევძლებ
გიორგი ქვილითაია - ექიმების აზრით, თამაშს დეკემბერში შევძლებ

გიორგი ქვილითაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ვერ დაეხმარება. ეს ბელგიური „გენტის“ და „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა პირველ არხთან, საქართველო – ანდორას წინასამატჩო გადაცემაში განაცხადა.

„მკურნალობა და აღდგენა ისეთი სწრაფი ტემპით და კარგად მიდის, ექიმებიც გაკვირვებულები არიან. ამით ბედნიერი ვარ. სავარაუდოდ, ვარჯიშს ერთ თვეში დავიწყებ, თამაშს კი, ჩემი და ექიმების აზრით, დეკემბერში შევძლებ.“ – ამბობს ქვილითაია.

ქვილითაიამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდასხმაში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა –

„თავდამსხმელები არიან, მაგრამ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის გამოიძახებს. იმედია, ნიკა კაჭარავაც კარგად ითამაშებს და ლევან მჭედლიძეც ნოემბრის მატჩებისთვის მზად იქნება და გუნდს დაეხმარება. მაგრამ ეს დღეს ყველაზე პრობლემატური პოზიციაა, რადგან სამი თავდამსხმელიდან ორი დამტვრეულია.“