გიორგი ქვილითაია - ჩემპიონთან ექვსქულიანი თამაშის მოგება ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება [ვიდეო]  #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო თამაშში „აპოელმა“ 4:2 დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი „ომონია“ და დამატებითი მაჩვენებლებით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე დაწინაურდა, რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის უფლებას იძლევა.

ჩემპიონ „ომონიასთამ“ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა და პენალტი გაიტანა. მან ტელეკომპანია „კაბლენეტთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „აპოელმაექვსქულიანი მატჩი მოიგო.

„გამარჯვება მრავალი მიზეზის გამო გვჭირდებოდა. ჩვენ არ ვიმსახურებთ იმ პოზიციას, რომელშიც ამჟამად ვართ. ამ გამარჯვებას ყველა ველოდით და ყველას გვინდოდა, რომ წელი დადებითად დასრულებულიყო. „აპოელმაექვსქულიანი თამაში მოიგო, რადგან „ომონია“ და „აპოელი“ ჩემპიონობისთვის იბრძვიან“, – განაცხადა გიორგი ქვილითაიამ.

28 წლის თავდამსხმელმა საკუთარ თამაშზეც ილაპარაკა: 

„მე შედეგით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, გოლის გატანას ახალი წლის შემდეგაც გავაგრძელებ, მაგრამ მთავარია, გუნდმა მოიგო. წელი გამარჯვებით დამთავრდა, რაც გუნდსა და თითოეულ ჩვენგანს ფსიქოლოგიუrად დაგვეხმარება“.

გიორგი ქვილითაიამ „აპოელში“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რომლითაც მისმა გუნდმა ნიქოზიას დერბიში მოქმედი ჩემპიონი „ომონია“ 4:2 დაამარცხა და ექვსეულში დააწინაურდა, რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის უფლებას იძლევა. 28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა.