გიორგი ქვილითაია - ასეთ პერიოდში შორს მარტო ყოფნა ძალიან მოსაწყენია
გიორგი ქვილითაია - ასეთ პერიოდში შორს მარტო ყოფნა ძალიან მოსაწყენია

„ასეთ მძიმე პერიოდში სამშობლოდან შორს ყოფნა ძალიან რთულია“ – ეს ბელგიურ გამოცემა hln.be-სთან საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ განაცხადა.

გამოცემამ წერილი კორონალური კრიზისის პერიოდში მოთამაშეთა მდგომარეობას მიუძღვნა და ქვილითაიას მდგომარეობით დაინტერესდა.

„ვირუსის გავრცელება გავლენას ყველაზე ახდენს, მათ შორის, იუპილერ პროლიგის უცხოელ ფეხბურთელებზე. ბევრი მათგანი ოჯახიდან და საკუთარი სახლიდან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული, ზოგიერთი მარტო ცხოვრობს, ოჯახის და მეგობრების გარეშე, მეგობრების გარეშე. როგორ უმკლავდებიან ისინი ამ პერიოდს? ამის შესახებ „გენტის“ თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიამ ილაპარაკა“ – წერს hln.be

„ამ პერიოდში სახლიდან შორს მარტო ყოფნა ძალიან რთული და მოსაწყენია. გიორგი ჩაკვეტაძეს თუ ველაპარაკები და ვხვდები, საქართველოში ოჯახთან მუდმივად კავშირში ვარ. თუმცა, სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია“ – ამბობს გიორგი ქვილითაია.