გიორგი ქვილითაია - „ანორთოსისს“ „გენტთან“ მძიმე ბრძოლა ელის #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია - „ანორთოსისს“ „გენტთან“ მძიმე ბრძოლა ელის #1TVSPORT

30 სექტემბერს, კონფერენცლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „გენტი“ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ უმასპინძლებს. ორივე გუნდში გიორგი ქვილითაია („აპოელი“) თამაშობდა – მას გამოცემა „Het Nieuwsblad“ დაუკავშირდა და მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ელაპარაკა.

„ჩემი ყოფილი კლუბის, „გენტის“ თამაშებს აღარ ვუყურებ. თუმცა ძალიან მიხარია, რომ ჩაკვეტაძე მისთვის ჩვეულ დონეზე ათამაშდა და კარგ ფორმაშია. ბელგიურ გუნდთან ურთულესი ბრძოლა გველის“, – ამბობს „გენტისა“ და „ანორთოსისის“ ყოფილი ფეხბურთელი.

ჟუპილერ ლიგის მე-9 ტურში „სერკლ ბრიუგესთან“ საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ ძირითადში მიმდინარე სეზონში მეორედ მოხვდა და ძველებურად გაიბრწყინა.

მან საგოლე გადაცემა შეასრულა და ჯერ „სოპა სქორმა“ აღიარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, შემდეგ ბელგიურმა გამოცემა Voetbalkrant-მა ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

თუმცა, ინფორმაციით გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და „ანორთოსისთან“ ვერ ითამაშებს.