გიორგი ქვილითაია - „ანორთოსისის“ სტადიონზე გადაღებული ვიდეო ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია იყო #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია - „ანორთოსისის“ სტადიონზე გადაღებული ვიდეო ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია იყო #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ, რომელიც მოედანს „ანორთოსისთან“ გასვლით მატჩში დაუბრუნდა, შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, ყურადღება გაამახვილა საკუთარი გუნდის გამარჯვებასა (2:0) და ასევე საკუთარ მოტივაციაზე.

აპოელის“ ქართველი კაპიტანი ხუთთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს ისევ „ანორთოსისის“ „ანტონის პაპადოპულოს არენაზე“ დაუბრუნდა, სადაც 15 მაისს დაშავდა – მას შემდეგ 29 წლის თავდამსხმელი მკურნალობდა და ვერც კლუბს ეხმარებოდა და ვერც – საქართველოს ნაკრებს.

„ხუთი თვის შემდეგ – იგივე სტადიონი, იგივე გუნდები, განსხვავებული მხოლოდ გამარჯვებულია. ეს ვიდეო (ტრავმირებული სტადიონიდან საკაცით რომ გაჰყავთ) ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო გამოჯანმრთელების პერიოდში – მხოლოდ „აპოელი“, – წერს გიორგი ქვილითაია.

კვიპროსში საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრაში ნიქოზიასაპოელმა“- „ანორთოსისი“ 2:0 დაამარცხა. გიორგი ქვილითაია მოედანზე შეცვლაზე შევიდა და 90+6-ე წუთზე კონტრშეტევაზე მეკარე გიორგი ლორიასთან პირისპირ დანი ბლუმი დატოვა და მან შანსი გოლად აქცია.