გიორგი ქოჩორაშვილმა სადებიუტო თამაშზე ისაუბრა -კლასი თავისას შვრება, ნორვეგიელებმა მომენტები გამოიყენეს #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა სადებიუტო თამაშზე ისაუბრა -კლასი თავისას შვრება, ნორვეგიელებმა მომენტები გამოიყენეს #1TVSPORT

„ლევანტედან“ გამოძახებულმა საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, საყრდენმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩში შეაფასა, რომელიც ნორვეგიამ 2:1 მოიგო.

„ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა. ორივე ტაიმში შევეცადეთ, მწვრთნელის დავალებები შეგვესრულებინა, მაგრამ საბოლოოდ, კლასი თავისას შვრება, (ნორვეგიელებს) მომენტები ჰქონდათ და გამოიყენეს.

ეს შეხვედრა დიდი გამოცდილება იყო როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის და მომდევნო მატჩებში შევეცდებით, უფრო მობილიზებულები ვიყოთ და უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში ჩემს დებიუტს, ამით ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მე კი ამ დღეზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ეს ოცნება ამიხდა“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს, კვიპროსის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. კვიპროსთან მატჩამდე ჩვენი გუნდი 12 სექტემბერს, ტაილანდთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.