გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ „ნასიონალს“ სძლია #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ „ნასიონალს“ სძლია #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატში „ნასიონალს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა.

პორტუგალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ყველაზე მეტი სათამაშო დრო მიიღო. ქოჩორაშვილი თამაშში 32-ე წუთზე ტრავმირებული იაპონელი ნახევარმცველის, ჰიდემასა მორიტას ნაცვლად ჩაერთო. ხუთ წუთში „ნასიონალის“ ფეხბურთელმა, პაბლო რუანმა მის წინააღმდეგ იუხეშა და მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა, მასპინძლები 10 ფეხბურთელით დარჩნენ.

მატჩის გმირი „სპორტინგის“ ნახევარმცველი პედრო გონსალვეში გახდა, რომელმაც ჰეთთრიქი (52, 76, 90+3) შეასრულა, გარდა ამისა, ასისტიც მიითვალა და დანიელ თავდამსხმელს, კონრად ჰარდერსს (83) გოლი გაატანინა.