გიორგი ქოჩორაშვილის პირველი საგოლე გადაცემა ახალ სეზონში – „სევილიამ“ ვალენსია დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ლა ლიგის ახალ სეზონში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა და „სევილიას“ „ვალენსიის“ დამარცხებაში დაეხმარა – 1:0.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. 81-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო შეასრულა – მისი გადაცემის შემდეგ ხუან იგლესიასმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა და „სევილიას“ გამარჯვება მოუტანა.
ეს ქართველი ფეხბურთელის პირველი საგოლე მოქმედება იყო „სევილიაში“, რომელმაც ლა ლიგაში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზეა.