გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „ელჩე“ დაამარცხა და ლა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერს, „ელჩეს“ სტუმრად უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო – 3:1.
39-ე ტურში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მხოლოდ 71-ე წუთზე გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, „ლევანტემ“ შესანიშნავად დაიწყო და მე-11 წუთზე ბრუგეს გოლით დაწინაურდა, ხოლო 32-ე წუთზე იმავე ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა.
მასპინძლებმა ანგარიშის შემცირება მეორე ტაიმში შეძლეს – 66-ე წუთზე თავი ელ გეზუანიმ გამოიჩინა. თუმცა 75-ე წუთზე ვალენსიელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც ფორესმა დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ლევანტეს“ 70 ქულა აქვს და „ელჩეს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. გუნდი მეორე პოზიციაზეა და ლა ლიგაში აღზევებისთვის ბრძოლაშია ჩართული.