გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ლა ლიგაში გადავიდა — გიორგი წიტაიშვილმა ისევ გაიტანა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ლა ლიგაში გადავიდა — გიორგი წიტაიშვილმა ისევ გაიტანა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში „ბურგოსს“ ესტუმრა, 3:2 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ლა ლიგის საგზური მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელმა მცირე ხნის წინ მიღებული ტრავმის გამო მატჩი კვლავ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, ის მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა. „ლევანტე“ აგებდა, მაგრამ ბრუგესის (88) და ალვარესის (90+8) გოლებით მიზანს მაინც მიაღწია.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ლევანტემ“ 76 ქულა დააგროვა. თეორიულად, ბოლო ტურში შეუძლია გადაასწროს მხოლოდ მეორეადგილოსან „ელჩეს“ (74 ქულა), მაგრამ მესამეადგილოსანი „ოვიედო“ (72) ვეღარ დაეწევა. შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი მომდევნო სეზონს პორტუგალიურ „სპორტინგში“ გაატარებს.

გიორგი წიტაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა, „გრანადამ“, „კასტელონს“ 2:1 სძლია და 65 ქულით მე-7 ადგილზეა. გუნდს პლეი ოფში მოხვედრის შანსი ბოლო ტურის წინ ჯერ კიდევ აქვს. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დააგროვა.