გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ერთ-ერთ კონკურენტ „ოვიედოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ერთ-ერთ კონკურენტ „ოვიედოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ერთ-ერთ კონკურენტს, „ოვიედოს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვალენსიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა, თუმცა ამჯერად 26 წლის ნახევარმცველმა თავი გოლით ან საგოლე გადაცემით ვერ გამოიჩინა.

ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე გავიდა — „ლევანტეს“ მცველმა, იგნასი მიკელიმ, მასპინძლების შეტევის მოგერიება სცადა, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სტუმრებმა თამაშის გადარჩენა სცადეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.

ლა ლიგა 2-ის 37 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 66 ქულით მეორე ადგილზეა, ანუ ლა ლიგაში პირდაპირი გზით გადასვლის ზონაში იმყოფება. თუმცა, ტურის მატჩის მოგებით „სანტანდერს“ (63 ქულა) შეუძლია მას ქულებით გაუთანაბრდეს.