გიორგი ქოჩორაშვილი - ვეცდებით, მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატოთ #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი - ვეცდებით, მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატოთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შოტლანდიასთან ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთეს.

ბუდუ ზივზივაძე: „ბოლო წუთზე გოლის გაშვება ყოველთვის დასანანია – მით უფრო იმის ფონზე, რომ შოტლანდიას თამაშით ვაჯობეთ. ბოლოს შემოგვიტიეს. სასიხარულოა, რომ ამ დროს ხასიათი ვაჩვენეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. იმედია, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ“.

გიორგი ქოჩორაშვილი: „თითოეული ჩვენგანი ცდილობდა, მაქსიმუმი ჩაედო ამ თამაშში, რაც გამოგვივიდა. მატჩი 2:2 დასრულდა, თუმცა შეგვეძლო მოგება და გულშემატკივრის გახარება. ეს ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატოთ, როგორც მე, ისე მთლიანად ნაკრებმა“.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 19 ნოემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ვალიადოლიდში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.