გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, შოთა მახარაძის „პეტროკუბი“ ტიტულს მიუახლოვდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი 5 თებერვლის შემდეგ მოედანზე პირველად გამოჩნდა და „სპორტინგის“ შემადგენლობაში აფს-ის წინააღმდეგ ითამაშა.
პორტუგალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში ქოჩორაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 84 წუთი გაატარა და მაღალი შეფასება, 7.9 ქულა დაიმსახურა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
„სპორტინგს“ ჩატარებული 30 თამაშის შემდეგ 72 ქულა აქვს და პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
შოთა მახარაძის გაწვრთნილმა „პეტროკუბმა“ მოლდოვის ჩემპიონატში ტირასპოლის „შერიფი“ 1:0 დაამარცხა და ოქროს მედლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი უშუალო კონკურენტის დამარცხებით მოლდოვის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 33 ქულით პირველ ადგილზეა და კონკურენტ კიშინეუს „ზიმბრუს“ ხუთი ქულით ასწრებს, ხოლო „შერიფს“ – ექვსით. ჩემპიონობის გასაფორმებლად „პეტროკუბს“ სეზონის დასრულებამდე დარჩენილ სამ შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულის მოპოვება სჭირდება.