გიორგი ქოჩორაშვილი – დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე არასდროს ვჩერდებით #1TVSPORT
ბულგარეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მეორე ტურის მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების და „სპორტინგის“ ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთა.
„აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით. ყოველთვის გვჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და შინაგანი ძალის.
დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე არასდროს ვჩერდებით, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს გულშემატკივარს და თამაში გამარჯვებით დავასრულოთ.
ეს ვერ მოვახერხეთ თურქეთთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ იმავე შემართებით ვითამაშებთ, ერთიანობით ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ“.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი „დინამო არენაზე“ 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.