გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს
გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ეს ამბავი დღეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გადაწყდა, სადაც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტთან ერთად აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს წევრები.

ესაა პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა საერთაშორისო საკალათბურთო ორგანიზაციაში ქართველს ასეთ მაღალ თანამდებობაზე ირჩევენ.

ფიბა-ევროპის პრეზიდენტად კი კვლავ თურგაი დემირი აირჩიეს, რომელმაც არჩევნებში კონკურენტი, სერბეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დეიან ტომაშევიჩი დაამარცხა.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია