გიორგი პაპუნაშვილმა სერბეთი დატოვა და „სამტრედიაში“ ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი პაპუნაშვილმა სერბეთი დატოვა და „სამტრედიაში“ ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი პაპუნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სერბეთი დატოვა და კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს.

„ახალი მიზნები, ახალ გამოწვევებთან ერთად. განაგრძე წინსვლა გამარჯვებისკენ“, – წერს გიორგი პაპუნაშვილი. ეს ინფორმაცია „სამტრედიამ“ ოფიციალურად დაადასტურა.

„დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილი დიდ იმედებს იძლეოდა. იყო ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი. „დინამოში“ ადგილი სადებიუტო სეზონის შემდეგ დაიმკვიდრა, 2014 წლიდან კი ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ (14 მატჩი, 3 გოლი).

27 წლის მოთამაშე უცხოეთში კარიერის აწყობას ჯერ ბრემენის „ვერდერში“ შეეცადა, 2017 წლის ივნისში კი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანურ „სარაგოსასთან“, სადაც პირველი სეზონი კარგად ჩაატარა, მაგრამ ტრავმების გამო, იჯარით „სანტანდერში“ გაუშვეს, საიდანაც ლიმასოლის „აპოლონში“ გადავიდა. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, ბოლოს კი სერბულ „რადნიჩკი ნიშში“ ჩაირიცხა, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვა.