გიორგი პაპუნაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს - „მთავარია, ის ხალხი გამოვლინდეს, ვინც ამას სათავეში უდგას“
გიორგი პაპუნაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს - „მთავარია, ის ხალხი გამოვლინდეს, ვინც ამას სათავეში უდგას“

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „რეალ სარაგოსას“ თავდამსხმელი გიორგი პაპუნაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელიც ქართულ ფეხბურთში დღეს აგორებულ სკანდალს ეხება.

შეგახსენებთ, რომ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით დღეს „ვიტ ჟორჯიას“, „ლანჩხუთის გურიასა“ და „ჭიათურას“ ფეხბურთელები დააკავეს.

„ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტია, როდესაც ფეხბურთელი ყიდის იმას რისთვისაც ბავშვობიდან შრომობდა, თავის თავის გარდა ყიდის თანაგუნდელს და გულშემატკივარს, დღეს ჩემმა ესპანელმა გუნდელებმა ჩემზე ადრე გაიგეს ეს იმფორმაცია და მეკითხებოდნენ თუ რა ხდებოდა საქართველოში,ვერაფერი ვუთხარი. ერთმნიშვნელოვნად ამაზრზენია ყველა ვინც გარეულია ამ საქმეში, მთავარია ის ხალხი გამოვლინდეს ვინც ამას სათავეებში უდგას!“ – წერს გიორგი პაპუნაშვილი.